ზაალ ხელაია
(ვოკალი)
ასოცირებული პროფესორი,
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
1993 - 2000 წწ ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი. (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი)
2006 – 2008 წლებში გაიარა ასისტენტურა - აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი. (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი)
2001 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვან სოლისტად.
2006 წლიდან დღემდე მუშაობს ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში აკადემიური სიმღერის პედაგოგად.
2003 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის სოლისტად.
2014 წელს აქვს ჩატარებული მასტერკლასები სტოკჰოლმის საოპერო უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და ბაკალავრის სტუდენტებთან ლინეუს - პალმეს პროგრამის ფარგლებში (შვედეთი)
2017 წლიდან გახდა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი.
ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. ფლობს ფართო საოპერო, საკონცერტო, კამერულ რეპერტუარს. საოპერო სცენაზე შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ლეპორელო (ვ.ა. მოცარტი ,,დონ ჟუანი"), ფიგარო (ვ.ა. მოცარტი ,,ფიგაროს ქორწინება"), გრაფი ალმავივა (ვ.ა. მოცარტი ,,ფიგაროს ქორწინება"), რენატო (ჯ. ვერდი ,,ბალმასკარადი"), ჟერმონი (ჯ. ვერდი ,,ტრავიატა"), გრაფი დი ლუნა (ჯ. ვერდი ,,ტრუბადური"), ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკი ,,ევგენი ონეგინი") და ა. შ.