გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

რომან გრინი

 

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის

მუსიკალური აკადემია

   1983 წელს დაამთავრა ფრედერიკ შოპენის მუსიკალური აკადემია ვარშავაში (საორკესტრო საკრავების ფაკულტეტი, საყვირის სპეციალობით). მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილ პედაგოგები  ტიმოფეი დოკშისტერი და ედუარდ ტარი ბაიროითში. რომან გრინი არის პაბიანიცეს ახალგაზრდა მესაყვირეთა კონკურსის ლაურეატი (1980) და მონაწილეობდა გდანსკის მესაყვირეთა კონკურსში (1985).

   თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო ვარშავის ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრში  1983 წელს. 1983-1988 წლებში მუშაობდა როგორც სოლისტი პომერანის ფილარმონიულ ორკესტრში ბიდგოშჩში; 1986 წლიდან 2007 წლამდე იყო პოზნანის ფილარმონიული ორკესტრის   სოლისტი  და  საყვირის მიმართულების კონცერტმაისტერი.  თანამშრომლობდა გდანსკის, შჩეცინის, კოსზალინისა და ტორუნის საორკესტრო ანსამბლებთან, "კაპელა ბიდგოსტიენისის"-თან, ფრანკფურტის სიმფონიურ ორკესტრთან (გერმანია) და  ასევე  ნორტჰემპტონშირის ეროვნულ ახალგაზრდულ საკონცერტო ბენდთან (დიდი ბრიტანეთი) . ამ ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპაში, აშშსა და კანადაში.

   პროფესორი რომან გრინი მუშაობს როგორც სოლისტი და ორკესტრის წევრი. ის არის კამერული ანსამბლის "პოზნანის სასულე კვინტეტის" თანადამფუძნებელი და ხშირად გამოდის "ტუტის ე სოლოს"-სთან ერთად.  თავის ანსამბლთან ერთად  ჩაწერილი აქვს CD "პოლონური ბაროკო“. რომან გრინს  ხშირად უკეთებენ აკომპანიმენტს ისეთი საუკეთესო ორღანისტები, როგორებიც არიან ჯ. ტუმა (ჩეხეთი), მ. როსტი (გერმანია), მ. ჰანულა (ფინეთი), ე. კაროლაკი, ს. კამინსკი, რ. ჰაუპტმანი , მ. დაბროვსკი, ბ. ნარლოხი, რ პერუკი, ჯ. მალანოვიჩი, ა. ხოროსინსკი პოლონეთიდან.

   რომან გრინი არის  პოზნანისა და ბიდგოშჩის მუსიკალური აკადემიების პროფესორი. პოზნანში ის ხელმძღვანელობს საყვირის კლასს და 2002 წლიდან არის ჩასაბერი ინსტრუმენტებისა და აკორდეონის განყოფილების თავმჯდომარე. იგი იყო ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.  ხელმძღვანელობს საორკესტრო, კამერული და სოლო მუსიკის სემინარებსა და ინტერპრეტაციის კურსებს.