გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

ნოდარ ჟვანია

 

პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

საქართველოს სახალხო არტისტი.

   დაიბადა 1945 წელს ქ. ქუთაისში.  1968 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

   1964-1966 წლებში  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში; 1966 წლიდან სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია; 1991-1993წწ იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონოსა და ალტის კეთედრის გამგე.

   ნოდარ ჟვანია წლების მანძილზე მოღვაწეობდა გერმანიის ქ. ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში,  როგორც სოლისტი; გამოდის კამერულ ორკესტრებთან ერთად, ამასთანავე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.ამჟამად არის  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (,,ნიჭიერთა ათწლედის“) დირექტორი.  საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილისათვის დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებით; არის საქართველოს მთავრობის ჯილდოს ,,ღირსების ორდენის“ კავალერი.