ნეი ფიალკოუ
(ბრაზილია, პორტო ალეგრე)
პიანისტი,
მუსიკალური ხელოვნების დოქტორი,
რიო გრანდე-დო-სულის ფედელარული
უნივერსიტეტის მუსიკის კათედრის
სრული პროფესორი
ნეი ფიალკოუ არის საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებული, მათ შორის ელდორადოს მუსიკალური პრიზის მფლობელი (სან პაულო), სოლისტისა და კოლაბორაციული პიანისტის დატვირთულ კარიერას ის წარმატებით უთავსებს რიო გრანდე-დო-სულის ფედერალური უნივერსიტეტის მუსიკის განყოფილების სრული პროფესორის კარიერას (პორტო ალეგრე, ბრაზილია), სადაც მან ასევე მიიღო მუსიკალური შემსრულებლის ბაკალავრის ხარისხი, ზულეიკა როზა გუედესის ხელმძღვანელობით. მისმა სოლო კონცერტებმა უამრავი გამორჩეული საკონცერტო დარბაზის მსმენელი მოხიბლა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნეი ფიალკოუ საფორტეპიანო მასტერკლასებს ატარებს მუსიკალურ სკოლებსა და ფესტივალებზე, როგორც ბრაზილიაში, ისე საერთაშორისო დონეზე; იყო ცნობილი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, მათ შორის ჯინა ბაჩაუერისა და მარგარეტ ლონგის კონკურსების, ლათინური ამერიკის განყოფილების ჟიურის წევრი.
ბრაზილიის მთავრობის სპონსორობით, ნეი ფიალკოუმ მიიღო მუსიკის მაგისტრის ხარისხი ახალი ინგლისის კონსერვატორიაში (ბოსტონი), პატრიცია ზანდერის ხელმძღვანელობით და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, პიბოდის კონსერვატორიის მუსიკალური ხელოვნების დოქტორის წარჩინების ხარისხი, სადაც სწავლობდა ენ შეინის კლასში.
ნეი ფიალკოუ არის სხვადასხვა მუსიკალური სტილებისა და ისტორიული პერიოდების რეპერტუარის მკვლევარი. არის ფორტეპიანოსათვის შექმნილი არაერთი ახალი ნაწარმოებების შემსრულებელი როგორც სოლო, ისე კამერული და საკონცერტო მუსიკის ჟანრებში.
ფიალკოუს საკონცერტო დებიუტი შედგა 18 წლის ასაკში, პორტო ალეგრეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, აწ გარდაცვლილ კამარგო გვარნიერის ხელმძღვანელობით. როგორც სოლისტი, მონაწილეობდა გამოჩენილ ორკესტრებთან ერთად ბრაზილიასა და მის ფარგლებს გარეთ. როგორც საორკესტრო მუსიკოსი, ნეი ფიალკოუ თანამშრომლობს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ მუსიკოსებთან, მათ შორის არიან: კარმელო დე ლოს სანტოსი, ვიქტორ უზური, მარკოს მაჩადო, ჯოელ კუარინგტონი, იან ლიუ და ალექსანდრე ბეილი.
2016 წელს მისი დებიუტი შედგა პარიზში, კორტოს მუსიკალური სკოლის დარბაზში, სადაც შეასრულა ორი როიალის კონცერტი ცნობილ ქართველ პიანისტ გიგლა ქაცარავასთან ერთად.
ნეი ფიალკოუმ გამოუშვა CD ,,ბრაზილიური სონატები", აღიარებულ მევიოლინე კარმელო დე ლოს სანტოსთან ერთად, რომელიც ჩაიწერა პირდაპირ ეთერში. დისკმა 2009 წელს მიიღო პრიზი - საუკეთესო კლასიკური დისკისთვის, რომელიც მოხსენებულია, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო კამერული მუსიკალური ჩანაწერი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ბრაზილიაში“.
2006 წელს მან შეასრულა ბრაზილიური კამერული მუსიკა პორტო ალეგრეს ტრიოსთან, კარმელო დე ლოს სანტოსთან და ჰუგო პილგერთან ერთად. ტრიო აირჩიეს იმ კამერულ ჯგუფს შორის, რომლებსაც უნდა წარედგინათ კონცერტები ბერლინში, კულტურის თასის პროექტში, რომელიც ბრაზილიის კულტურის სამინისტრომ დააფინანსა.
2010 წელს ნეი ფიალკოუმ შეასრულა სოლო პარტია ბრაზილიელი კომპოზიტორის ვაგნერ კუნას ნაწარმოების მაჰავიდიაში პრემიერის დროს და ამავე ნაწარმოების ინტეგრალური ვერსიის CD ჩანაწერში. მისმა ალბომმა, რომელიც გამოვიდა კონტრაბასისტ მარკოს მაჩადოსთან თანამშრომლობით, მიიღო უმაღლესი შეფასება (დუეტის მიერ ბეთჰოვენის „ვარიაციები მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის თემაზე“ ახალი ვერსიით შესრულებისთვის). მეორე CD დისკი - Fantasy - ბასისტ მარკოს მაჩადოსთან ერთად, პროტოს, ფალას, დევრესის, კორნგოლდისა და მოცარტის რჩეული ნაწარმოებებით, გამოვიდა Blue Griffin-ის მიერ 2018 წელს.
2020 წელს ჰუგო პილგერთან ერთად ალბომი Claudio Santoro: სრული კრებული ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, ნომინირებული იყო 2021 წლის ლათინური გრემისათვის.
ნეი ფიალკოუმ ასევე ჩაწერა კამარგო გუარნიერის, ედინო კრიგერის, ფლავიო ოლივეირას სოლო საფორტეპიანო ნაწარმოებები, სხვა ბრაზილიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად.