გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

ნესტან მესხი

(ფორტეპიანო)

პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

საქართველოს დამსახურებული არტისტი

   პირველდაწყებითი  მუსიკალური განათლება მიიღო ქ. ქუთაისში, მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, პედაგოგ თინათინ ფოჩხუას ფორტეპიანოს კლასში.

   1962 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 1965 წელს ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა პროფესორ ანასტასია ვირსალაძის ხელმძღვანელობით. 1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრაზე.

   1979 წელს გახდა კონსრვატორიის დოცენტი, ხოლო 1968 წელს მიენიჭა  კონსერვატორიის პროფესორის აკადემიური წოდება.  კონსერვატორიის შრომათა კრებულებში გამოქვეყნებული აქვს მეთოდური ნაშრომები: ,, მუშაობა ორმაგ ტერციებზე“ და ,,ზოგადი მიმოხილვითი ტექნიკური რჩევები სტუდენტებისათვის“. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს  მეთოდკაბინეტის წევრი და ეწეოდა მეთოდურ - საკონსულტაციო საქმიანობას  სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით. აქვეყნებდა სტატიებსა და რეცენზიებს ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნებაში“; თანამშრომლობს ჟურნალთან ,,მუსიკა“.

   1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. სხვადსხვა დროს იყო თბილისის პიანისტთა რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების, აგრეთვე ნოდარ გაბუნიას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.  ამჟამად, არის საქართველოს საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლის გადაცემა ,,კლასიკის საათი“ ავტორი და წამყვანი.