გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

მარეკ მოზდზიერზი

(ვოკალი)

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის

მუსიკალური აკადემია

   მარეკ მოზდზიერზმა მუსიკალური განათლება მიიღო კატოვიცეს სახელმწიფო უმაღლეს მუსაკალურ სკოლაში. მისი დებიუტი შედგა  ჯერ კიდევ სწავლის დროს ქალაქ ბიტომის სილეზიის ოპერის სცენაზე.1975-1982 წლებში იგი იყო სილეზიის ოპერის სოლისტი; 1982-1990 წლებში კიბიდგოსჩის ოპერის სოლისტი, ხოლო 1988-1995 წლებში პოზნანის დიდი საოპერო თეატრის სოლისტი.

   მარეკ მოზდზიერზის მხატვრული მიღწევები მოიცავს მდიდარ საოპერო და საოპერეტო რეპერტუარს;  წარმატებით აქვს შესრულებული უდიდესი საბარიტონო როლები, როგორც მშობლიურ სცენაზე ასევე პოლონეთის ყველა საოპერო თეატრის სცენაზე, როგორც მოწვეულ სტუმარს. მათ შორის შესრულებული აქვს მთავარი როლები ისეთი ოპერებში, როგორიცაა ჯ. ვერდის "რიგოლეტო", "ფალსტაფი", პ.ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" და ჯ. როსინის "სეველიელი დალაქი“. მისი რეპერტუარი მოიცავს ასობით სპექტაკლში შესრულებულ ათეულობით საოპერო პარტიას. მან ასევე მრავალ სცენაზე შეასრულა სოლისტის პარტიები ორატორიებსა  დაკანტატებში; მღეროდა სხვადასხვა  ევროპული ქვეყნების სცენებზე: ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, შვეიცარია, ბელგია და ნიდერლანდები;  მონაწილეობას იღებს ფესტივალებზე და გაკეთებული აქვს ჩანაწერები  რადიოსა და ტელევიზიაში.

   1990 წლიდან - 2013 წლამდე მარეკ მოზდზიერზი ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას ბიდგოსჩის ფ. ნოვოვეისკის მუსიკალურ აკადემიაში, სადაც 2005-2012 წლებში იყო ვოკალური და საშემსრულებლო განყოფილების დეკანი. ამავე დროს, ის მუშაობდა პოზნანის ი.ჯ. პადერევსკის მუსიკალურ აკადემიაში.  2014 წელს მიიღო პროფესორის ტიტული მუსიკალური ხელოვნების სფეროში. მისი კურსდამთავრებულები მღერიან არა მარტო პოლონეთისა და საზღვარგარეთის მრავალრიცხოვან სცენებზე, არამედ არიან პოლონეთის მუსიკალური სკოლების სამეცნიერო და სასწავლო პერსონალის შემადგემლობაში.  ამჟამად იგი არის ქ, პოზნანის ი.ჯ. პადერევსკის მუსიკალური აკადემიის ვოკალისა და საშემსრულებლო განყოფილების დეკანი.

   მარეკ მოზდზიერზი არის სტუდენტური საოპერო ფესტივალის "საერთაშორისო საოპერო ახალგაზრდული ფორუმი"-ის ავტორი და დირექტორი, რომელიც 2008 წლიდან იმართება ქალაქ ბიდგოსჩში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის საპატიო პატრონაჟით.

 პროფესორი  საოპერო სცენებზე მრავალწლიანი მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებას წარმატებით ათავსებს შემოქმედებით საქმიანობასთან, რის შედეგადაც ხდება ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების ეფექტური სწავლება.