მანანა გოცირიძე
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის ასოცირებული პროფესორი.
მანანა გოცირიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასი) სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი გახდა, ხოლო შემდეგ სწავლა მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო (პროფესორ ოლეგ ბოშნიაკოვიჩის ხელმძღვანელობით). თბილისში დაბრუნების შემდეგ კონსერვატორიის სპეციალობის კათედრაზე პიანიზმის ისტორიის კურსი და სპეციალობის კლასი მიყავდა. დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ამავე კათედრაზე ასოცირებული პროფესორია.
რეგულარულად იწვევენ მასტერ კლასებით პოლონეთში, ფინეთში, უკრაინასა და ნორვეგიაში. აშშ-ში ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდში, კონცერტი ჰქონდა კარნეგი ჰოლში. ხშირად მართავს კონცერტებს როგორც სოლო, ასევე კამერული მიმართულებით. მონაწილეობას იღებს ფესტივალებში და არის ეროვნული და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ჟიურის წევრი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.