ჟოაო კოსტა ფერეირა
ჟოაო კოსტა ფერეირა არის პორტუგალიელი პიანისტი და მკვლევარი, პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის, პორტუგალიის სახლის - ანდრე დე გუვეიას დირექტორი, რომელსაც აქვს პარიზის École Normale de Musique-ის უმაღლესი ხარისხის დიპლომი და სორბონის უნივერსიტეტის მუსიკისა და მუსიკათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.
ფორტეპიანოს სწავლა მან თერთმეტი წლის ასაკში დაიწყო Conservatório de Artes do Orfeão de Leiria -ში პროფესორ ლუის ბატალასთან. ცხრამეტი წლის ასაკში გაემგზავრა პარიზში, სადაც სწავლობდა მარიან რიბიკისთან და გიგლა ქაცარავასთან და იყო პიანისტ ჟან მარტინის მოსწავლე და ასისტენტი. იყო Fundação para a Ciência e a Tecnologia-ის სტიპენდიანტი და მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფოსისა და მუსიკოსის დანიელ კოენ-ლევინასის ხელმძღვანელობით.
მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპერტუარი მოიცავს ბაროკოს ყველა სტილს, ჟოაო კოსტა ფერეირა სპეციალიზდება მე-19 და მე-20 საუკუნეების პირველი ნახევრის მუსიკაში. თავის სოლო და კამერულ მუსიკალურ პროექტებში იგი ისევე დაინტერესებულია დიდი კლასიკური რეპერტუარის ინტერპრეტირებით, როგორც მივიწყებული კომპოზიტორების აღმოჩენითა და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების გახმოვანებით. გამართული აქვს კონცერტები პორტუგალიის, საფრანგეთის, ბელგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების საკონცერტო დარბაზებში. მისი მრავალი კონცერტი და ჩანაწერი გადაიცემოდა Antena 2-ის, France Musique-ის და სხვა რამდენიმე ევროპული რადიოსადგურის მიერ.
ჟოაო კოსტა ფერეირა აქტიურ როლს თამაშობს პორტუგალიური მუსიკალური მემკვიდრეობის რეაბილიტაციასა და ფასეულობის ამაღლებაში ხოსე ვიანა და მოტას ნამუშევრების გამოქვეყნებისა და ჩაწერის გზით. 2015 წლიდან გამომცემელ AvA Musical Editions-თან თანამშრომლობით, მან რეცენზირება და წინასიყვაობა გაუკეთა ოცდაათზე მეტ გამოუქვეყნებელ ნამუშევარს და მათი უმეტესობა ჩაწერა ფირმებთან, როგორიცაა Grand Piano Records (Naxos label), MPMP Movimento Patrimonial Vivo და Coriolan / Inventive Art Music.
José Vianna da Motta: Poemas pianísticos-ს სერიის პირველმა ტომმა მიიღო Grémio Literário-ის საპატიო ჯილდო. პიანისტ ბრუნო ბელტოიზთან ერთად მან სრულად ჩაწერა კომპოზიტორის ოთხი ხელის საფორტეპიანო ნაწარმოები.
ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული სხვადასხვა პრიზების გარდა, მათ შორის მე-2 პრიზი ex æquo XV-ე მარია კამპინას საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე (1 პრიზი არ გაცემულა), აღსანიშნავის ჟოაო კოსტა ფერეირას სხვადასხვა კულტურული აღიარება. 2015 წელს დაჯილდოვდა ასოციაცია Cap Magellan-ის პრიზით - „საუკეთესო მხატვრული აღმოჩენა“; 2019 წელს მიიღო INATEL Leiria-ს „კულტურა - მუსიკალური ჯილდო“; 2024 წელს მიიღო მუნიციპალური დამსახურების მედალი - „კულტურის კლასი“, ლეირიას საკრებულოს ჯილდო.