ირაკლი ევსტაფიშვილი
ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ირაკლი ევსტაფიშვილი დაიბადა 1986 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა პროფესორ მიხეილ ებრალიძესთან. პარალელურად სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).
ირაკლი ევსტაფიშვილი 2005 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრია. 2010-2013 წლებში იყო კლასიკური მუსიკის რადიო “მუზას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, 2013 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ასევე მუშაობდა, როგორც მოწვეული მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე (2014 - 2017 წწ).
2017 წლიდან ის კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორია.