არქივი
გალერეა
პირობები
ჟიური
ჩვენს შესახებ
კონტაქტი
გალერეა
არქივი
კონტაქტი
ჩვენს შესახებ
პირობები
ჟიური
Eng
Geo
2025 წელს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო კონკურსი ტარდება ფორტეპიანოს პროფილით, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთ ტურად.
კონკურსის ჩატარების ადგილია ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წარმოადგენენ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები და მუსიკოსები საქართველოს, იაპონიის, ჩინეთი, იტალიის, პორტუგალიის და საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს.
კონკურსი ეძღვნება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაარსების 105 წლისთავს
თავმჯდომარე
გიგლა ქაცარავა
პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის კონსერვატორიის „Ecole Normale de Musique de Paris“ პროფესორი, ტოკიოს ონდაის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების; პულენკის (საფრანგეთი), სანტა სესილიას (პორტუგალია), მაგნუსის (ლიეტუა), PTNA და შოპენის (იაპონია-ტოკიო) ჟიურის წევრი, ტოკიოს რახმანინოვის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე.
პორტუგალიელი პიანისტი და მკვლევარი, პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის, პორტუგალიის სახლის - ანდრე დე გუვეიას დირექტორი, რომელსაც აქვს პარიზის École Normale de Musique-ის უმაღლესი ხარისხის დიპლომი და სორბონის უნივერსიტეტის მუსიკისა და მუსიკათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.
ჩინეთის, ტონჯის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მედიის კოლეჯში და შანხაის კონსერვატორიის სოციალური განათლების სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგი, ალბერტის მე-4 საფორტეპიანო საერთაშორისო კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი და ჟიურის წევრი, ნიუ-იორკის, კარნეგი ჰოლის მუსიკალური ფესტივალის Golden Key-ის ჟიურის წევრი, ჩინეთის ჯინასტერას საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი და ჟიურის წევრი.
პიანისტი და მუსიკოს-შემსრულებელი, იტალიის, ბერგამოს სანტა ჩეჩილიას მუსიკის აკადემიის პროფესორი. სანტა ალექსანდრეს მუსიკალური ლიცეუმის ვიცე-დეკანი. ბერგამოს დონიცეტის სახელობის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კათედრის მასწავლებელი.
პიანისტი, ვილა-სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის მუსიკალური დირექტორი ოსაკას მუსიკალური სკოლის და ინდიანას (სამხრეთ ბენდის) უნივერსიტეტის პედაგოგი, ოსაკას და ნარას ფილარმონიების სოლისტი, დეპოლის უნივერსიტეტის პედაგოგი.
კონკურსის ლაურიატები
სახელი:
ელ-ფოსტა:
შეტყობინება:
გენერალური სპონსორი
ქ. ქუთაისის მერია
პარტნიორები