გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

გოგი ჭიჭინაძე

 

პროფესორი, დირიჟორი -

 

ჟიურის თავმჯდომარე

   1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფ. ედიშერ რუსიშვილის კლასი).  ასევე გაიარა სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი (პროფ. ოდისეი  დიმიტრიადის კლასი).

1994-95 წლებში გაიარა ასისტენტურა - სტაჯირება სანკტ -პეტერბურგის მარიინის თეატრში.

1996 - 2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჯორად.

2003 - 2011 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  დირიჟორი.

2014 - 2015 წლებში იყო ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი.

2001-დან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის  პედაგოგად.

   გოგი ჭიჭინაძის  საკონცერტო მოღვაწეობის გეოგრაფიის არეალი მოიცავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას: იაპონია, ჩინეთი, სირია, თურქეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია...

გოგი ჭიჭინაძე თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  ორკესტრებთან: ამსტერდამის რადიო ფილჰარმონიული ორცკესტრი, ლიტვის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი, სანკტ პეტერბურგიდ სახელმწიფო ერმიტაჟის ორკესტრი, ვარშავის სიმფონიური ორკესტრი, ვროცლავის ფილარმონიული ორკესტრი, ლოდზის ფილარმონიული ორკესტრი და სხვა...

 როგორც დამდგმელ დირიჯორს  და მუსიკალურ ხელმძღვანელს განხორციელებული აქვს თხუტმეტამდე  საოპერო დადგმა.

   ჩატარებული აქვს მასტერკლასები ახალგაზრდა დირიჯორებთან და საოპერო მომგერლებთან: სიბელიუსის მუსიკალურ აკადემიაში (ჰელსინკი, ფინეთი), ოსლოს მუსიკალურ აკადემიაში (ნორვეგია), რიგის მუსიკალურ აკადემიაში (ლატვია), გდანსკის მუსიკალურ აკადემიაში (პოლონეთი),  ლისტის მუსიკალურ აკადემიაში  (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

ამჟამად, გოგი ჭიჭინაძე  არის პოლონეთის  ბალტიის ფილარმონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჯორი, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე, სრული პროფესორი და საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი.