გიორგი ხაინდრავა -
ასისტენტ პროფესორი,
თბილისის სახელმწიფოკონსერვატორია
გ. ხაინდრავა დაიბადა ქ. თბილისში 1973წ. 24 დეკემბერს.
1997 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 2002 წელს ასპირანტურა. ამჟამად მუშაობს თბილისის სიმფონიურ ორკესტრში, კვარტეტი ,,იბერის” პირველი ვიოლინო და საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის პირველი ვიოლინო .გ.ხაინდრავა არის თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული განყოფილების ასისტენტ პროფესორი. ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები,მონაწილეობა აქვს მიღებული ფესტივალებში(საქართველოში,ასევე მის საზღვრებს გარეთ). არის ს. ცინცაძის სახელობის კამერული ანსამბლების კონკურსის ლაურეატი. მისი საკონცერტო შემოქმედება გამოირჩევა ქართველი თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით. ის აქტიურად მართავს კონცერტებს საქართველოს რეგიონებში.