გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

დონალდას რაჩისი

 

(ლიეტუვა) პიანისტი,

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის

მუსიკალური აკადემიის

ფორტეპიანოს კათედრის ხელმძღვანელი

დონალდას რაჩისი დაიბადა შიაულიაიში, სადაც დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა. უმაღლეს საფეხურზე სწავლა განაგრძო მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონის ხელოვნების სკოლაში (ე. მ. შერნიენესა და ა. იურგელენისის ხელმძღვანელობით). სტუდენტობისას გახდა მრავალი ეროვნული და საერთაშორისო  საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია: უსტი-ნად-ლაბემში (1982. I პრემია), პიანისტთა კონკურსი ვილნიუსში (1987. I პრემია), საფორტეპიანო კონკურსი რიგაში (1987. III პრემია).

 

1987-1993 წლებში რაჩისი სწავლობდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფ. ვ. კასტელსკის და პროფესორ ლ. დედოვას კლასში, ხოლო მაგისტრატურა დაასრულა ვილნიუსის ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიაში პროფ. პ.გენიუშას კლასში.

 

პიანისტმა სოლო კონცერტები გამართა გერმანიაში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, რუსეთსა და ჩინეთში. მან ლიეტუვას რადიოში ჩანაწერები გააკეთა ლიეტუვას კამერულ ორკესტრთან ერთად. სანქტ-პეტერბურგში გამართა სოლო კონცერტი ლიეტუვასა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღესთან დაკავშირებით.

 

რაჩისმა, თავისი საკონცერტო საქმიანობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის კულტურის სამინის-ტროსგან ორჯერ მიიღო სტიპენდია.  გარდა სოლო მუსიკალური საქმიანობისა, დონალდასი არის პოპულარული პედაგოგი, რომლის მოსწავლეებმაც მრავალ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში უამრავი ჯილდო მოიპოვეს, ისეთები, როგორიცაა რომის საფორტეპიანო კონკურსი, მალტის ვალეტას საფორტეპიანო კონკურსი, მაგნუსის კონკურსი და ა.შ.

 

დონალდასს ხშირად იწვევენ კონკურსების ჟიურის წევრად, როგორც  ეროვნულ, ასევე საერთა-შორისო კონკურსებში. ის ხშირად ატარებს მასტერკლასებს ლიეტუვაში, პოლონეთში, იტალიასა და ჩინეთში.

 

რაჩისი არის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის მუსიკალური აკადემიის საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი და მ. კ. ჩიურლიონის ხელოვნების ეროვნული სკოლის პედაგოგი. ყოველწლიურად, დონალდასი თავის სტუდენტებთან ერთად ამზადებს საკონცერტო პროექტს სპეციალური საიუბილეო თარიღისთვის: 2017 წელს მისმა სტუდენტებმა კონცერტები გამართეს ლიეტუვასა და პოლონეთში, სადაც უკრავდნენ ს. რახმანინოვის ყველა ეტიუდ-სურათს, 2018 წელს შეასრულეს კ. დებიუსის ყველა პრელუდია, ხოლო 2021 წელს - ფ. ლისტის ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები.