გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

ანა ორგანიშჩეკი

(ფორტეპიანო)

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის

მუსიკალური აკადემია

    ანა ორგანიშჩეკმა 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა პოზნანის ი. ჯ. პადერევსკის სახელობის მუსიკალური  აკადემია ფორტეპიანის განხრით, პროფესორ იან იანსკის კლასში. მან თავისი უნარები დახვეწა მასტერკლასებით პროფესორების რ. კეხრერისა და  ე. მალინინას ზედამხედველობით. იგი პოლონეთის პიანისტთა და კამერული მუსიკის კონკურსის ლაურეატია, რომელიც 1980 წელს ლოძში ჩატარდა. 1982 წელს მიღებული აქვს კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს პრემია და 1984 წელს კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს ახალგაზრდა  შემოქმედთა სტიპენდია.

1982 წლიდან იგი დაკავშირებულია პოზნანის ი. ჯ. პადერევსკის მუსიკალურ  აკადემიასთან, სადაც 1992 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი, ხოლო 1999 წელს - ჰაბილიტაცია.  2011 წელს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრონისლავ  კომოროვსკის  ხელით, მიიღო მუსიკის ხელოვნების პროფესორის აკადემიური წოდება.

   ანა ორგანიშჩეკი კონცერტებს მართავს  როგორც სოლისტი და კამერული მუსიკის შემსრულებელი  პოლონეთში და მის საზღვრებს გარეთ (ბელგია, ჩეხეთი, მონტენეგრო, გერმანია, შვეიცარია, იტალია, სინგაპური, სირია, ლიბანი, აშშ), მათ შორის ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში: სტეინვეი ჰოლსა და კარნეგი ჰოლში. 2010 წელს,  ფ. შოპენის საიუბილეო წელს, მან კონცერტები გამართა სამ საერთაშორისო ფესტივალზე "შოპენი 2010", რომელიც ჩატარდა დამასკოში, ბეირუთსა და ნიუ იორკში. მისი შემოქმედებითი გამოცემები მოიცავს რადიო და სატელევიზიო ჩანაწერებს და ორ CD დისკს პოლონელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებით: ჰენრიკ ოპიანსკი, სტეფან ბოლესლავ პორადოვსკი და გრაჟინა ბაცევიჩი.

   ანა ორგანიშჩეკს მიჰყავს ფორტეპიანოს კლასი პოზნანის ი.ჯ. პადერევსკის მუსიკალურ  აკადემიაში.   20-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა მისი კლასი. მისმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოიპოვეს დაახლოებით 40 ჯილდო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, ლიტვაში და აშშ-ში, ასევე მრავალრიცხოვანი სტიპენდიები და ჯილდოები, საპატიო წოდებები. იგი  ატარებს ფორტეპიანოს მასტერკლასებს პოლონეთსა და საზღვარგარეთ (რომი, ვერონა, კაგლიარი, სინგაპური, დამასკო, ბეირუთი, ოსტრავა, პეკინი).

   ანა ორგანიშჩეკი მრავალჯერ იყო ეროვნული და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების  ჟიურის წევრი, მათ შორის: ჰალინა ჩერნი-სტეფანსკას საფორტეპიანო  ტურნირი ზაგანში, საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი "ჰალინა ჩერნი-სტეფანსკას მემორიალი" პოზნანში, ფ. შოპენის საერთაშორისო  კონკურსი პოდგორიცაში (მონტენეგრო); მონაწილეობს  ბევრ სადოქტორო და პოსტდოქტორანტულ სწავლებებში, ხელმძღვანელის და მიმომხილველის რანგში, მათ შორის ნიუ იორკის სტონი ბრუკის უნივერსიტეტში.

   2013 წლიდან მუშაობს პოზნანის მუსიკალურ აკადემიაში, როგორც სრული პროფესორი. 2002-2016 წლებში იგი იყო  პედაგოგიური სწავლების ინტერ-ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ხოლო 2016 წლის ოქტომბრიდან ის საფორტეპიანო, საორღანო და აკორდეონის განყოფილების თავმჯდომარეა.

   2005 წელს ანა ორგანიშჩეკმა მიიღო ვერცხლის ჯვარი მიღწევებისათვის, 2010 წელს მედალი კულტურელი საქმიანობისათვის და 2011 წელს ეროვნული განათლების მედალი.